Monday, April 18, 2016

,,ყანჩა და კაკაბი"

გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
გაკვეთილის მთავარი თემა
სერგო კლდიაშვილის ,,ყანჩა და კაკაბი”
სწავლების საფეხური
I საფეხური მე-5 კლასი ს.ს.ს.მ.მოსწავლე არ არის.
მოსწავლეთა პროფილი
33
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებს განუვითარდეთ გამართული კითხვის, მოსმენის
ზეპირი მეტყველების უნარები,პერსონაჟთა ხასიათის ინტერპრეტაცია,განუვითარდეთ შემოქმედებითი და ჯგუფური მუშაობის უნარები.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
V.6 მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები.
V.7 შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი  სხვადასხვა სახის მხატვრული თუ არამხატვრული ტექსტის წაკითხვა და გააზრება.
V.9 მოსწავლეს აქვს წაკითხული ტექსტის ინტერპრეტაციის უნარი.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ტექსტი, მნიშვნელოვანი მონაკვეთები, ფრაზები პერსონაჟთა დასახასიათებლად.
შეფასების საგანი და პროცედურები
ვიყენებ ჯგუფური მუშაობის განმავითარებელ შეფასებას, ასევე თვითშებასა და ურთიერთშეფასებას.
სასწავლო მასალა და  ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,თაბახის ფურცლები,მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ფლიჩფარტი, სლაიდები.
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა: გამოწვევა 15 წთ.
კლასს ვყოფ ჯგუფებად შემთხვევითობის პრინციპით: სტიკერზე ვწერ ერთიანს, ორიანს, სამიანსა და ოთხიანს, ვყრი ყუთში და თითოეულ მოსწავლეს ვთხოვ ამოიღონ სტიკერი. მოსწავლეებს, რომლებსაც შეხვდებათ ერთნაირი ბარათები ერთად დასხდებიან. თითოეულ ჯგუფს დავურიგებ კონვერტებს და ვთხოვ ააწყონ მასში მოთავსებული ფაზლი, რომელზეც ასახულია მოთხრობის პერსონაჟები( ყანჩა და კაკაბი), გონებრივი იერიშის გამოყენებით გავიგებ თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ ფრინველების შესახებ: სად ბინადრობენ ,რითი იკვებებიან, როგორი შეფერილობა აქვთ და ა.შ. მოსწავლეთა პასუხებს ვწერ დაფაზე. შემდეგ ვაჩვენებ სლაიდებს.
II ფაზა: (შინაარსის რეალიზება) 22 წთ
შესრულებული დავალების შემდეგ მოსწავლეებს ვეკითხები, თუ რის შესახებ იყო ტექსტი,რომელი მონაკვეთი დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად. მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს. გამოვიყენებ გამართული კითხვის აქტივობას:
,, მკითხველის თეატრს”, მოსწავლეებს ვთხოვ ინდივიდუალურად კიდევ ერთხელ გადახედონ ტექსტს,  დააკვირდნენ პერსონაჟთა დიალოგს და მოემზადონ როლების გადასანაწილებლად. ამის შემდეგ კი გააკეთონ პრეზენტაზია და განაწილებული როლები განასახიერონ.


აქტივობის დასრულების შემდეგ გავმართავ მცირე შემაჯამებელ დისკუსიას მოსწავლეთა რეფლექსიაზე შეკითხვების დასმით:
-რას გრძნობდით წარმოდგენის მსვლელობისა?
- მოგეწონათ თუ არა ეს წარმოდგენა?
-რა მოგეწონა ყველაზე მეტად და რატომ?
-როგორ ადამიანებს გაგონებთ ყანჩა და კაკაბი?
-რისი თქმა სურს მწერალს?
- როგორ დაასრულებდით ამ იგავს?
-რისი გაუმჯობესება შეიძლება შემდეგი წარმოდგენისთვის?

შეფასების სქემა>>>

ჩამოტვირთედ სლაიდი>>>

No comments:

Post a Comment