Sunday, June 4, 2017

ინტელის პროექტი

ტრადიციები და დღესასწაულები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

კურსის რეფლექსია

დღეს  დამთავრდა ჩვენი ცხრადღიანი ტრენინგი- ინტელის კურსი. ტრენინგი იყო ძალინ საინტერესო, ნაყოფიერი და მრავალფეროვანი, რაც დამეხმარება პროფესიული ცოდნის განახლებასა და საკუთარი პედაგოგიური უნარების გაუმჯობესებაში.
გავიგე თუ როგორ ვაწარმოო ელექტრონული პორტფოლიო, აგრეთვე ის, რომ სასწავლო პროექტის შედგენისას საჭიროა საგანთა შორის კავშირი; შევისწავლე გაკვეთილების დაგეგმვა, ვიზუალური მასალის მომზადება და პრეზენტაცია, გავეცანი შეფასების რუბრიკებს.
შევასრულე გეგმით გათვალისწინებული ყველა ეტაპი. ჩემი სუსტი მხარე იყო ბლოგზე
ინფორმაციის ჩაშენება, რაც წარმატებით გავიარე,
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, ბატონ ავთოს ასეთი საინტერესო კურსის ჩატარებისათვის.

Saturday, June 3, 2017

მე-8 დღის რეფლექსია

გავეცანი მოდული 6 დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის და მოდულ 7 ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გავეცანი თუ როგორ უნდა შევქმნა სასწ. გარემო პროექტზე დაფუძვნებული სწავლის წარმართვისათვის. როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები პროდუქტულობის გაზრდისა და სწავლების გასაუმჯობესებლად.

Sunday, May 28, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს გავაუმჯობესეთ ბლოგის სტრუქტურა , განვიხილეთ მოსწავლის სასწავლო პროექტის სავარაუდო ნაშრომები,ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა. გავეცანი შეფასებისათვის საჭირო სტრატეგიებს, დავამუშავე ჩემი თემის შეფასებისათვის სხვადასხვა მეთოდები.

Saturday, May 27, 2017

მე-6 დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგზე ვისწავლე Web 2-ის ინსტრუმენტები, აგრეთვე დოკუმრნტების შექმნა და გაზიარება, ერთმანეთის ნაშრომების დაკომენტარება, ბლოგში სლაიდ შოუს ჩაშენება.

Saturday, May 13, 2017

მე- 5 დღის რეფლექსია

დღეს შევისწავლე პრეზენტაციის გაკეთება,  ვნახე ვებ- გვერდების ჩამონათვალი. .გავეცანი საავტორო უფლებების დაცვის საკითხს, ვნახეთ როგორ გამოვიყენეთ ჩატი.

Friday, May 12, 2017

დღეს ვისწავლეთ პროექტის შეფასების გეგმის ჩარჩო, გავაგრძელეთ შაბლონის შევსება, განვიხილეთ 5 სტრატეგია და შევქმენით შეფასების გვერდის ჩარჩო. წინარე ცოდნის დადგენაზე ვნახეთ სხვადასხვა რესურსები  ( ვიცი, მინდა ვიცოდე ფორმა, სოკრატეს მეთოდი და სხვ).ბოლოს ვისაუბრეთ პრეზენტაციაზე.

Saturday, May 6, 2017

ტრენინგის რეფლექსია მე-3 დღე

საინტერესო იყო პროექტისათვის შემერჩია სასწავლო მიზნები, ტრენერმა გვიჩვენა ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი (pcp.ge).  განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და გამოვყავით  მათგან რომელ უნარ-ჩვევებით შევძლებ პროექტით გასვლას.
გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ვიმსჯელეთ ზოგადი და თემატური
კითხვების გამოყენებაზე.